პრეზიდენტი მხარს გიგი წერეთლის კანიდატურას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე

პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე ”ნაციონალური მოძრაობის” წევრ გიგი წერეთლის კანდიდატურას მხარს უჭერს.

-„ 1-5 ივლისს თბილისში დაგეგმილი  ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება. ბუნებრივია, ასეთი გადაწყვეტილება საერთაშორისო თვალსაზრისით ამ უმნიშვნელოვანეს ორგანიზაციაში საქართველოს თემების უკეთ წამოწევის შესაძლებლობებს კიდევ უფრო გაზრდის. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი ღიად უჭერს მხარს გიგი წერეთლის კანიდატურას. გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, იმავეს მოუწოდებს საქართველოს დელეგატებს” – განაცხადა მიშველაძემ.

კომენტარის დატოვება