“თემა არ არის სახუმარო, ყურადღებასა და კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს, თანაც სასწრაფოდ!”

გიორგი ტიგინაშვილი

თეოლოგი

-“გუშინ, საინფორმაციო საშუალებებით, ყველამ მოვისმინეთ იმ შემზარავი ფაქტის შესახებ, როცა ხუთმა ადამიანმა, რიტუალური მსხვერპლშეწირვით, სიცოცხლეს გამოასალმა უმწეო მოხუცი ქალბატონი. იქვე დაფიქსირდა კანიბალიზმის გამოვლინებაც. ბოროტმოქმედთა შორის ერთ-ერთი, ნაწამები ადამიანის შვილი ყოფილა. ასეთი უსაშინლესი, ჯგუფური დანაშაული, როგორც წესი გარკვეული, სუბკულტურული თუ ოკულტური სექტის სულისკვეთებას ატარებს ხოლმე.

ჩემი აზრით, იქნებ სჯობდეს, რომ ხელისუფლებამ და სათანადო უწყებებმა, კომპეტენტურ თეოლოგებთან (სექტოლოგებთან) კონსულტაციის გზით, სიღრმისეულად შეისწავლონ მოცემული რეალობა და დასახონ პრევენციული სტრატეგია, რომელიც არასრულწლოვანებს დაიცავს მავნე ზეგავლენის კრიმინალური დაჯგუფებებისგან და თავად ამ ჯგუფებს კი დანაშაულებრივ, დესტრუქციულ და პოტენციურად საშიშ ზრახვებს კანონით მოკითხავს! ამგვარად, ამა თუ იმ სატანისტური რიტუალის იდენტიფიცირებაც უფრო გაიოლდება და სპეციალური საგამოძიებო ექსპერტიზა კრიმინალისტებისთვისაც ადვილი გახდება დანაშაულის კვალიფიცირების დროს.

როგორც ვხედავთ, ეს თემა არ არის სახუმარო, ძალიან სერიოზულ ყურადღებასა და კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს, თანაც სასწრაფოდ!”

კომენტარის დატოვება