მელიას საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში ხვალ 10:30-ზე გაიმართება

საქართველოს მთავარი პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას აპროტესტებს და პატიმრობას ითხოვს. ნიკა მელიას ადვოკატების თქმით კი სასამართლომ დაწესებული შეზღუდვებით მელიას შეუზღუდა სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელება, რაც კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის.

ნიკა მელიას საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხვალ 10:30-ზე გაიმართება.