” ეს იყო უკანასკნელი მოჰიკანების საბჭოური ინტერვენცია”

ოპოზიციის მხრიდან საპარლამენტო სესიაზე რუსეთის ჰიმნის ჩართვას უმრავლესობის წევრი საბჭოთა კავშირის “უკანასკნელი მოჰიკანების საბჭოურ ინტერვენციას” უწოდებს.

” სიმბოლურია, რომ ეს ინტერვენცია განახორციელა ქალბატონმა ელენე ხოშტარიამ, რომელიც დიპლომით არის რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი და გარდა დიპლომისა, ის ცხრა წლის განმავლობაში ემსახურებოდა საქართველოში სწორედ რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეს და აგრძელებს ამ საქმეს მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში, რაც ძალიან მძიმე და სამწუხაროა. საქართველოს პარლამენტში ნამდვილად არ არის იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ჰიმნს ხელით და გულით დაატარებენ“, – ცხადებს კობახიძე.

გაერთიანებული ოპოზიციის დეპუტატები  ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე მაშინ შევიდნენ, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე წლიური ანგარიშის წარდგენისას ოკუპაციაზე საუბრობდა. მათ საბჭოთა კავშირის ჰიმნი გააჟღერეს.