დონბასში პრორუსულმა ძალებმა უკრაინის სამხედრო პოზიციაზე იერიში მიიტანეს

დონბასში, ლუგანსკის ოლქში რამდენიმე დასახლებულ პუნქტთან პრორუსულმა ძალებმა უკრაინის სამხედრო პოზიციებზე იერიში მიიტანეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით, კიევში ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, სამხედრო პოზიციებზე თავდასხმა, დასახლებულ პუნქტებთან ნოვოტოშკოვსკოესთან, ორეხოვოსთან, კრიმსკოესთან და ხუტორ ვილნისთან მოხდა.

ოკუპანტებმა  გამყოფი ზოლის გადაკვეთა  სცადეს. მოწინააღმდეგე მხარემ თავდასხმა  სხადასხვა სისტემის ნაღმტყორცნიდან განახორციელა.

ორივე მხარეს დანაკარგია, თუმცა მათი ზუსტი რიცხვი უცნობია.