ჭიათურაში მოსახლეობამ მაღაროს შესასვლელი ჩაკეტა

ჭიათურაში, სოფელ შუფუთის მოსახლეობამ მაღაროს შესასვლელთან კარავი გაშალა და მუშებს სამუშაოების შესრულების უფლებას არ აძლევენ. აქციის მონაწილეთა  განცხადებით,   “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ მაღაროებში მადნის მოპოვების სამუშაოების დროს  მათ საცხოვრებელ სახლებს ბზარები გაუჩნდათ, საკარმიდამო მიწები კი დაიმეწყრა. ადგილობრივები მაღაროს  მფლობელებისგან დაზიანებული სახლების სანაცვლოდ კომპენსაციას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერნამენტული აქციებს აპირებენ.