“ხანძარი ლოკალიზებულია, სამუშაო პროცესი მალე აღდგება“

თბილისის საკრებულოს საკვამურში ცეცხლი გაჩნდა. ადგილზე  9 სახანძრო მანქანა მუშაობდა. იმის გასაგებად თუ რა მდგომარეობაა ამ წუთებში საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატს სოსო მანჯავიძეს დავუკავშირდით,

-„ხანძარი ლოკალიზებულია. შეწყდა საკრებულოს სხდომა. ამ ეტაპზე შენობაში დენი არ მიეწოდება. ცეცხლი გაუჩნდა სახურავს, მაგრამ დროულად მოხერხდა ჩაქრობა. მალე ნორმალური სამუშაო პროცესი აღდგება“.