სამოილოვას უკრაინაში შესვლა 3 წლით აეკრძალა

მოსკოველი მომღერალი ევროვიზიას გამოეთიშა-მას უკრაინამ ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრა. მომღერალს უკრაინაში შესვლა 3 წლით აეკრძალა. როგორც რუსეთის პირველი არხი აცხადებს, სამოილოვა „ევროვიზია 2018“-ზე აუცილებლად გავა.

თავად მომღერალი კი ამბობს, რომ უკვირს კიევის გადაწყვეტილება, მაგრამ არ ბრაზობს და მუშაობას განაგრძობს.