ბრიტანულმა მედიამ იჩქარა

ბრიტანულმა მედიამ იჩქარა და 22 მარტს ლონდონში მომხდარი ტერაქტის შემსრულებლად აბუ იზადირი დაასახელა , რადგან გაირკვა, რომ ეს ბრიტანელი რადიკალი ამჟამად ციხეში იმყოფება, თუმცა ანალოგიური ეჭვი პოლიციაშიც და სოციალურ ქსელშიც ბევრს ჰქონდა, რადგან, როგორც ამბობენ ხელწერა ძალიან ჰგავს ზუსტად 3 წლის წინ ბელგიის ტერაქტის ხელწერას.

22 მარტის ტერაქტზე პასუხისმგებობა ჯერ არც ერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია. ტერაქტის შედეგად დაიღუპა 4 და დაშავდა 20 მოქალაქე. დაღუპულთა შორის არის პარლამენტთან დანით დაჭრილი პოლიციელი.