სტიქია – gmTV- ს საბერძნეთში მყოფი ქართველი ადვოკატი ქალბატონი დაუკავშირდა

დავით ცხვარაძე

ძლიერი წვიმა, ელჭექა, ქარი და ნალექით მოსული ქვა- ღორღი, ეს სურათი ათენის ე.წ. “ატიკში” გვხვდება. ქალაქის ქუჩები მთლიანად დატბორილია. განადგურებულია რაიონებში დამაკავშირებელი ელექტრო ენერგიის მთავარი გადამცემი აპარატურა, წაქცეულია ბოძები, სტიქიას საბერძნეთში მსხვერპლი მოჰყვა.

ბოლო ინფორმაცით ძლიერმა წვიმამ რომელიც საბერძნეთში გუშინ დაიწყო 16 ადამიანის სიცოცხლე უკვე შეიწირა, მათ შორის არ იმყოფებიან ქართველები.

gmTV- ს საბერძნეთში მყოფი ქართველი ადვოკატი ქალბატონი დაუკავშირდა, მისი ინფორმაცით მდგომარეობა მძიმეა და ფაქტის წინაშე რამდენიმე ადგილობრივი ოჯახი უკვე დადგა. ადვოკატი ამბობს, რომ გარდაცვლილებიდან არც ერთი ქართველი არ არის. იგი საკუთარი სამშობლოს მოქალაქეებს ათენის ქუჩებში გადაადგილებისგან თავის შეკავებს ურჩევს.

შეგახსენებთ: ათენში მიმდინარე მოვლენებს ჩვენ კვლავ მოვლენათა განვიტარებით დავუბრუნდებით .