საქართველოში კორონავირუსის 1 965 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 50 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 965 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 996 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 50 პაციენტი.

ამასთან, 6 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 905 პაციენტი, გარდაიცვალა 61 ადამიანი.