მარიამ კუბლაშვილი – SOS!… მიმდინარე კვირებში განხორციელებული თაღლითურ სქემა!

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს:

მიმდინარე კვირებში განხორციელებული თაღლითურ სქემა

-იხ. კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორ შეუჩნდება ნაციონალური მოძრაობა ამა თუ იმ ინტერესის ობიექტს და როგორ ახორციელებს გამოძალვას, იქ გამოჩნდებიან და გამოცხადდებიან, სადაც მომხდარი მოვლენის გამწვავებისა და აქციების გამართვის საშუალებას აძლევს. მინდა გაგაცნოთ მათ მიერ მიმდინარე კვირებში განხორციელებული თაღლითურ სქემა, რომელსაც დაარქვეს ,,ანას ბაღის გადასარჩენად”! პრობლემა იმაშია, რომ ამ სქემას გარდაუვალად უერთდება საპატრულო პოლიციის ქვედა რგოლი! მათ მოკავშირეები ჰყავთ და ეს უკანასკნელი არც მეტი და არც ნაკლები – საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გახლავთ‼️

ჩემმა კლიენტმა, ქართულმა კომპანიამ, შეიძინა ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მკ/რ – ში უცხოელი ინვესტორისაგან მიწა, კორპუსის მშენებლობის დაწყების მიზნით, რაშიც გადახდილია სოლიდური თანხა. ქართულ სამშენებლო კომპანიას ყველა სამშენებლო ნებართვა აღებული აქვს: კანონის სრული დაცვითა და სამშენებლო რეგულაციების გათვალისწინებით ამისათვის ძალიან დიდი შრომა, ძალისხმევა დამჭირდა და ბუნებრივია რესურსიც დაიხარჯა! სამუშაოების დაწყებისთანავე გამოჩნდა ადგილობრივ მაცხოვრებლებისაგან დაკომპლექტებული ადამიანთა ჯგუფი და დაიწყეს დეზინფორმაციის გავრცელება განზრახ, თითქოს სამშენებლო კომპანია სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებდა “ანას ბაღში” რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს და არის სრული სიცრუე. ანა უმანკო ბავშვი იყო, რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა რამდენიმე წლის წინ  გარდაცვლილის ბებიამ შეიძინა მიწის ნაკვეთი მშენებარე ტერიტორიის უკან და გვერდით სურს ანას სახელობის ბაღის გაკეთება. შევისწავლეთ აღნიშნული საკითხი და მისი სენსიტიურობიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ ჩვენი კომპანია იღებს პასუხისმგებლობას სრულად დააფინანსოს და უზრუნველჰყოს ბაღის გამწვანება და მოხდება ყველა შესაბამისი სამუშაოს დააფინანსება. ‼️

როგორც კი გაირკვა, რომ კომპანია “ანას ბაღის” გაშენებას სრულად უზრუნველჰყოფს, სწორედ აქ გამოაშკარავდა ჩასაფრებული პირები, რომლების მთავარი მიზანიც აქციის მოწყობაა და გამოვნინეს ნამდვილი მოტივები

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრები – ლევან ხაბეიშვილი, ნატა ფერაძე, მიშა მშვილდაძე, და ა.შ შემოუერთდნენ დაინტერესებულ მეზობელთა ,,ჯგუფს”, მოიტანეს კარავი და გაშალეს ჩემი კლიენტის საკუთრებაში არსებული ქონების შესასვლელთან და განიზრახეს სამშენებლო სამუშაოების ხელშეშლა. აქციას სახელიც დაარქვეს – ”ანას ბაღის გადასარჩენად”‼️აღნ. ბაღის ტერიტორია დაახლოებით 200-300 კვ.მ – ია და მერიის, ასევე, კომპანიის კეთილი ნების საფუძველზე, შეთავაზებულ იქნა აღნიშნული ტერიტორიის 1000 კვ.მ – მდე გაზრდა და კომპანიის სახსრებით რეკრეაციული დასასვენებელი ზონის მოწყობა. (იხ. დანართი)

აქციის ორგანიზატორები მოექცნენ ჩიხში, აღნიშნული შემოთავაზება ნამდვილად არ შედიოდა მათ ინტერესებში და საკითხის სიმწვავე, გარდაცვლილი ბავშვის სახელით სპეკულაცია და აქციის სახელწოდების მოშლა, მათ გეგმას და მიზანს გამოააშკარავებდა. დაიწყეს ახალი მოთხოვნების გაჟღერება, კერძოდ, თითქოს მშენებლობა ეკოლოგიურ პრობლემებს შექმნის და მათ საცხოვრებელ ბინების ღირებულებას შეამცირებს, არადა ამ ტერიტორიაზე ნაგავსაყრელი და ასფალტის ნიადაგია წლების მანძილზე, ხის დარგვა დღემდე არავის უფიქრიასიმართლე კი მდგომარეობს შემდეგში საპროტესტო ჯგუფის ძირითად ორგანიზატორებს რეკრეაციულ ზონაში უკანონოდ აქვთ შემოკავებული მუნიციპალიტეტის ბალანზე არსებული მიწის ფართობები და წლებია ამ ფართობების უკანონოდ მიტაცებას ცდილობენ. მათ სურთ სარგებელი:

1.უკანონოდ დატაცებული მიწის ნაკვეთების დაკანონება

2. სამშენებლო კომპანიისგან მშენებარე ბინის შეთავაზება. ისინი უთავმოყვარეოდ გააგრძელებენ იქ დგომას და მოაწყობენ ჩვეულ ცირკებს, ამ დროს იმედოვნებენ, რომ დაიღლება მშენებელი, რადგან გასდის მშენებლობის ნებართვით დადგენილი ვადა, იძულებული გახდება შესთავაზოს ,,მშენებარე ბინები” ნაციონალური მოძრაობის ,,გამომძალველ ბანდის” ლიდერებს და მათთან გაერთიანებულ მეზობელთა ჯგუფის წევრებს დაუკანონდებათ მიტაცებული მიწები. მითითებული პირების მიერ ხდება “ანას ბაღის” სახელის გამოყენება საკუთარი მიზნებისათვის, ისინი მანიპულირებენ საზოგადოების გრძნობებით და იდეოლოგიით მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ.

პრევენციის სახით, უმკაცრესად მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს‼️ საპატრულო პოლიციის ქვედა რგოლს‼️ უცნაურია, მაშინ, როდესაც ხორციელდება ზარი თქვენი ადგილზე მოსვლის და ხელშეშლის აღკვეთის შესახებ, რამდენიმე წუთში ადგილზე ცხადდება მიშა მშვილდაძე და ხაბეიშვილი, ჩნდება კითხვები – საიდან და როგორ ?  ასევე, დიდი ხანია განცხადებით მოგმართათ კომპანიამ, რომ დროულად აღკვეთოთ ეს უმსგავსობა‼️ მე ვაძლევ პირობას ამ მოძალადეებს 1 ცენტსაც ვერ მიიღებენ, 2-3 დღეში შევა ტექნიკა და როდესაც მსგავსი სცენარი განმეორდება, კომპანიის მომავალი მესაკუთრეები ანალოგიური წესით გადაინაცვლებენ სამშენებლო კომპანია m კვადრატის მშენებარე კორპუსებთან და განახორციელებენ მშენებლობის ხელშეშლას‼️ სწორედ აღნიშნულით იმუქრებიან ისინი და მე ვერანაირად ვერ შევუშლი მათ ხელს

ვინც აქციას გაგიმართავთ, ვისაც მოესურვება, აძლევთ ხელშეშლის და გამოძალვის უფლებას? მიიღებთ ანალოგიურ პასუხს, ასევე, იქნებ დაინტერესდეთ რა ხდება თქვენს ქვემდებარე ჯგუფებში, რა უფლებით არ ასრულებს პოლიციელი თავის ვალდებულებას???

#მოშორდით პროვოკატორებო და გამომძალველებო ტერიტორიას‼️ რამდენიმე დღეში ადგილზე მოვალ და მშენებლობა დაიწყება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება ის, რაც მოსახდენია‼️

ფოტოები იხილეთ:

https://www.facebook.com/marita.kublashvili.9/posts/3768988096460308