“რუსთაველზე მიმდინარე აქციები ქვეყნის რეპუტაციას ლახავს!..”

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ  რუსთაველზე მიმდინარე აქციები ქვეყნის რეპუტაციას ლახავს.

“რა თქმა უნდა, უსიამოვნოა ის ფაქტი, რომელიც ხდება ქუჩაში. მართალია ერთ ქუჩაზე, მაგრამ ცენტრალურ ქუჩაზე.ეს მხედველობის არეალში ხვდება არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ უცხოელის თვალშიც. ეს კი რეპუტაციულად  არ არის სასიამოვნო. ამიტომ, თითოეულ ჩვენგანს უნდა გვქონდეს პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას რომ ვიღებთ და ვგრძნობთ, სწორედ ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება რომ სწორია, ამას მეტყველებს ის დესტრუქციული ქმედებები, რაც მერწმუნეთ, პროპორციულ სისტემაზე ასე ნაადრევად გადასვლის შემთხვევაში იქნებოდა გაათმაგებული,” – განაცხადა ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.