“შეიძლება „გირჩის“ ეკლესიასთან იყო ნაზიარები, მაგრამ არსებობს რაღაც ღირსება…”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და პირველი ვიცესპიკერობის კანდიდატმა „გირჩის“ ხატებიანი აქცია შეაფასა. გია ვოლსკის განცხადებით, „ეშმაკეულის გარდა ამას ვერავინ იტყვის და გააკეთებს“.

„იმდენად უზნეობაა, არ მინდოდა ამაზე კომენტარის გაკეთება. ხატებით არ შემოიფარგლება მარტო ამ გუნდის უზნეობა. იქ იყო – „ჯოჯოხეთს მოგიწყობთ“, ეშმაკეულის გარდა, ამას ვერც ვერავინ იტყვის და გააკეთებს. უღირსი საქციელია. შეიძლება სულ ათეისტი იყო ან „გირჩის“ ეკლესიასთან იყო ნაზიარები, მაგრამ არსებობს რაღაც ღირსება, საუკეთესო მემკვიდრეობა, ტრადიცია, რომელსაც არ უნდა გადაუარო ფეხით და ეს არ ეხება მხოლოდ „გირჩს“ – განაცხადა  ვოლსკიმ.