“როგორ შეიძლება მატყუარა ხალხს ელაპარაკო…“

“გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნების შესახებ შეთავაზებას, “სასაცილოს” უწოდებს. “მატყუარები არიან, როგორ შეიძლება მატყუარა ხალხს ელაპარაკო“ – განაცხადა, ზურაბ ჯაფარიძემ.

“მათთან დაჯდომა და რაღაცაზე სერიოზულად საუბრის დაწყება და რაღაცის გარჩევა უბრალოდ სასაცილოა. მატყუარები არიან, როგორ შეიძლება მატყუარა ხალხს ელაპარაკო. რაც შეეხება უფრო დემოკრატიულად ჩატარებას და საარჩევნო კანონმდებლობაში რაღაც ცვლილებებს, გუშინდელი კალაძის განცხადებიდანაც ჩანს, ეს არის რაღაც მცდელობ, რომ საკენკი გადაუყარონ ოპოზიციური პარტიების რაღაც ნაწილს, განსაკუთრებით რომლებიც უფრო სუსტები არიან, ერთკაციანი პარტიები რომ არიან, იქნებ რაღაცით მოთაფლონ“ – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.