კახა კუკავა: არსებობს მესამე ყველაზე დიდი „ნაციონალური მოძრაობა“

კახა კუკავა

-„ვინც ორ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრობს, ეტყობა არ იცნობს მას სიღრმისეულად. არსებობს მესამე, ყველაზე დიდი ნაციონალური მოძრაობა, ესენი არიან ენძელ კრუიანი, კახა ოქრიაშვილი, გოჩა ენუქიძე და სხვა მრავალნი რომლებიც დღეს უკვე 41 ნომრით იყრიან კენჭს. თუმცა მე მახსოვს, რომ იმ ავადსახსენებელ წლებში, როცა იყო 7 ნოემბერი, 26 მაისი და ცოცხები და ყველაფერი საშინელება რომ ხდებოდა, ეს ხალხი გამოდიოდა 5 ნომრით, დღეს კი ისინი გამოდიან 41-ით. სამართლიანობა მოითხოვს, რომ თუ ვახსენებთ ა-ს, ვახსენოთ ბ-ეც“.

კომენტარის დატოვება