ინციდენტი მოხდა ოცნების და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებსა და მხარდამჭერებს შორის

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ განცხადება

დღეს დაფიქსირდა ფიზიკური დაპირისპირების ორი ფაქტი ზუგდიდსა და თეთრწყაროში. ორივე შემთხვევაში ინციდენტი მოხდა ქართული ოცნების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებსა და მხარდამჭერებს შორის.

როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ჩვენთვის მიუღებელია საარჩევნო პროცესში ნებისმიერი სახის დაპირისპირება და მითუმეტეს ძალადობა.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია ორივე ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. დარწმუნებულები ვართ, რომ სამართალდამცავი ორგანოები ეფექტურად წარმართავენ საგამოძიებო პროცესს და კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველა შესაბამის პირს.

კვლავ გვინდა მოვუწოდოთ ყველა მხარეს და განსაკუთრებით ქართული ოცნების მხარდამჭერებს, არავითარ შემთხვევაში არ ჩაებან კონფლიქტში და თავიდან აიცილონ ნებისმიერი სახის ფიზიკური ან სიტყვიერი დაპირისპირება.

კომენტარის დატოვება