რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი სატელეფონო ჩანაწერის გავრცელებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს

ნიკა გვარამიამ შსს დატოვა. მისი დაკითხვაც ისევე როგორც პაატა ბურჭულაძის დაკითხვა თითქმის 3 საათს გაგრძელდა.

გვარამიას თქმით, მას ძირითადად ტექნიკური ხასიათის შეკითხვები დაუსვეს. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, გამომძიებელი კვალიფიციური და კორექტული იყო, თუმცა გვარამია დარწმუნებულია, რომ საქმე გამოძიებული არ იქნება.

„ასეთი ტიპის საქმეების გამოძიება რიგით პროკურორებზე, რიგით გამომძიებლებზე არ არის დამოკიდებული. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ეს გამომძიებელიც და სხვა რიგითი პროკურორები არამხოლოდ დაზარალებულებს, მოწმეებს, არამედ ზემდგომებს დაკითხავენ, რომლებიც ამ დანაშაულებებს გეგმავენ,”- განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას ასევე აინტერესებს, თუ საიდან გაიგო რეპორტიორმა Yotube-ზე ჩანაწერის ატვირთვის შესახებ და აღნიშნავს, რომ ეს ადამიანები უნდა დაიკითხონ.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი სატელეფონო ჩანაწერის გავრცელებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს.

“2016 წლის 8 ოქტომბერს არის რეფერენდუმი, დავტოვოთ ხელისუფლებაში დამანაშავე ხელისუფლება, თუ ავიცილოთ ეს ყველაფერი და ავირჩიოთ ნებისმიერი სხვა, მე გირჩევდით, რომ ნებისმიერი სხვა ავირჩიოთ,“- აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

წყარო: რუსთავი 2

კომენტარის დატოვება