ლავროვი უკრაინას 2008 წლის აგვისტოს ომის სცენარით ემუქრება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინამ უფრო ფრთხილად უნდა წარმართოს საგარეო პოლიტიკა, რომ არ გაიმეოროს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 2008 წლის აგვისტოს სცენარი.

„იმედს გამოვთქვავ, რომ კიევის დღევანდელი რეჟიმი არ გაუყვება 2008 წლის აგვისტოს მოდელს და არ გაიმეორებს მიხეილ სააკაშვილის გზას“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, იმ დროს შექმნილი ვითარება 2008 წელს ბუქარესტში ნატო-ს სამიტის შედეგი იყო, სადაც ნატო-ს წევრები „დიდი განსჯის შემდეგ“ დეკლარაციაში ჩაწერეს, რომ საქართველო და უკრაინა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში იქნებოდნენ.

„საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი, ბატონი სააკაშვილი აჟიტირებული იყო,მას ეს არ უჭირს და დაიწყო აგრესიული სამხედრო ოპერაციები, საკუთარი მოქალაქეების და რუსი მშვიდობისმყოფელების დაბომბვა. უკრაინის მაშინდელ ხელმძღვანელობას მეტი წინდახედულობა ჰქონდა და ის არ გაიმოერა სააკაშვილის ცუდი მაგალითს“, – განაცხადა ლავროვმა.