მეუფე ანდრია ოკუპირებული აძვის ტაძარში წირვას ვეღარ აღავლენს

ატენისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია, რომელიც ბოლო ორი წელია, გორის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული სოფლის, აძვის წმინდა გიორგის ტაძარში სასულიერო პირებთან ერთად, გიორგობის დღესასწაულზე წირვას ატარებდა, წელს საზღვაზე ვეღარ გადავა.

წელს მეჯვრისხევში ჩატარდება მსახურება და შემდეგ მეუფე აძვის მოსახლეობას შეხვდება.

ოკუპირებული ცხინვალის მედია წერს, რომ 6 მაისს სასაზღვრო კონტროლი გამკაცრდება, რათა რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებით, სასულიერო პირებმა ტაძრამდე მისვლა ვერ შეძლონ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ე.წ. საზღვარი დაიკეტება 7 მაისის 20:00 საათიდან 10 მაისის 8:00 საათამდე.

ხვალ, 6 მაისს საქართველოში გიორგობაა.