მოსკოვში საპროტესტო აქციებზე სულ მცირე 320 ადამიანი დააკავეს

მოსკოვში საპროტესტო აქციაზე “ის ჩვენი მეფე არ არის” სულ მცირე 323 ადამიანი დააკვეს. რუსეთის მასშტაბით დაკავებულთა რაოდენობა 733-ს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას “ოვდ-ინფო” ავრცელებს.

ალექსეი ნავალნის მიერ ორგანიზებული აქცია ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის წინააღმდეგ იმართება. აქცია ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ არის. ორი იან გერასიმოვი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, კრასნოიარსკში 15-დან 50-მდე ადამიანი დააკავეს.

2000 წლის შემდეგ ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია 7 მაისს, ანუ იმ დღეს იმართება, როდესაც პრეზიდენტის უფლებამოსილება იწურება. გამონაკლისი ამ შემთხვევაში მხოლოდ 2012 წელი იყო, როდესაც პუტინის ინაუგურაცია 6 მაისს გაიმართა. ამ დროს საპროტესტო აქციები არ წყდებოდა. დემონსტანტები არჩევნებში დარღვევებს აპროტესტებდნენ.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის პირველი პირი 2000-2008 წლებში იყო. 2012 წელს გაპრეზიდენტებმამდე მას 4 წლის განმავლობაში პრემიერმინისტრის პოსტი ეკავა. 2018 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს გაიმართა. ვლადიმერ პუტინმა ხმების 76,6% მიიღო.