დავით სერგეენკო ტყუის!

“ახალი საქართველოს” წევრი თეონა ჭალიძე ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ მინისტრი ტყუის.

-დავით სერგეენკო ტყუის, როცა აცხადებს, რომ უწყვეტ რეჟიმში ხდება უკიდურეს სიღარიბეში და გაჭირვებაში მყოფი ბავშვების დახმარება. ყველა წვრილმანზე ათასობით ბავშვს უჩერებენ საარსებო შემწეობას 3-4 თვის ვადით. მაგალითად თუ ოჯახში ვინმე დააპატიმრეს, ან გათხოვდა ან რაიმე სხვა მიზეზით მოხდა ოჯახის წევრების რაოდენობის ცვლილება მაშინვე მყისიერად უჩერებენ საარსებო შემწეობას ოჯახს და იწყებენ ხელახლა შემოწმების პროცედურებს, რომელიც 4 თვემდე გრძელდება.

ჯანდაცვის სამინისტროს და სოციალური მომსახურების სააგენტოს უმოქმედობის ბრალია ის, რომ მათი ბიუროკრატიული პროცედურების გამო ბავშვები 4 თვის განმავლობაში რჩებიან უყველაფროდ. ამ თვეების განმავლობაში რითი უნდა იარსებონ ამ ბავშვებმა?? ანუ შიმშილობისთვის წირავენ ბავშვებს. ასევე ხდება, მაშინაც თუ ოჯახმა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა, ქირით ცხოვრობდა და ერთი ადგილიდან მეორეზე გადავიდა, რაც ძალიან ხშირად ხდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი არცკი ცდილობს, რომ მსგავსი საკანონმდებლო ხარვეზები იქნას გამოსწორებული და ეს 4 თვიანი პროცედურების ხანგრძლივობა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი.“- აცხადებს პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველოს სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე.

შეგახსენებთ:

“ოჯახების აღწერა მთელი ამ წლების განმავლობაში ისედაც მიმდინარეობდა. სოციალური დახმარებების დანიშვნა სხვა არაფერია, თუ არა ოჯახის სოციალური საჭიროებების შეფასება. ეს პროცესი უწყვეტად მიდის და არასდროს გაჩერებულა,” განაცხადა  დავით სერგეენკომ მასშემდეგ, რაც პრეზიდენტმა ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს მიმართა, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების აღწერა სასწრაფოდ დაიწყოს.