ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვება კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ, ისედაც რთულ ვითარებას

საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვება კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ, ისედაც რთულ ვითარებას. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე წერს.

ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის ე.წ. სასამართლომ პატმრობაში დატოვა.

დე ფაქტო პროცესი ოკუპირებულ ცხინვალში, დახურულ რეჟიმში გაიმართა. სხდომას თავად ვაჟა გაფრინდაშვილიც დაესწრო. ექიმის ინტერესებს ვლადიკავკაზელი ადვოკატი იცავდა.

საქმეს ე.წ. ლენინგორის რაიონის (ახალგორი) სასამართლო განიხილავდა, რომელიც სხდომებს ცხინვალში ატარებს.

https://www.gmtv.ge/68671-2/