ექიმის ოჯახი საკოორდინაციო საბჭოს შექმნასა და პრემიერთან შეხვედრას ითხოვს

ექიმ ვაა გაფრინდაშვილის მეუღლის თამილა ლაფანაშვილის თქმით, ამ კომისიაში უნდა შევიდეს მისი ოჯახის წევრები და მეგობრები. გარდა ამისა, ისინი პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

„პირველად ვითხოვთ პრემიერმინისტრთან შეხვედრას, რათა მან დააკორექტიროს ყველაფერი, შეიყვანოს საკოორდინაციო საბჭოში უწყებები, რომელთაც ხელეწიფებათ ამ საკითხის გადაწყვეტა. როგორც ვხედავთ, ყველაფერმა მოგვცა ნული შედეგი. საერთაშორისო ორგანიზაციები, სახელმწიფო გვპირდებოდა, ასპროცენტიან გამოშვებას. როგორც ვხედავთ, ეს არ არის საკმარისი“,- განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.