უნდა ვისაუბროთ იმაზე, დაზარალებულებს ამით რა კონკრეტული შეღავათი აქვთ

„ცენტრ პოინტის” საქმეზე დღეს გამოტანილ განაჩენს სახალხო დამცველი გამოემხმაურა. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, როცა მთელი ოჯახი პასუხისგებაშია მიცემული. ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ  დაკავება-დაპატიმრება გამოსავალი არ არის.

“ალბათ, უნდა ვისაუბროთ იმაზე, როგორ მოხდეს დაზარალებულთა უფლებების დაცვა, რომ მათ გარკვეული კომპენსაციები მიიღონ. უშუალოდ საქმეს რაც შეეხება, ჩვენ უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება, როცა გამოქვეყნდება სასამართლოს გადაწყვეტილება და გავეცნობით, თუ რას დაეყრდნო სასამართლო. ზოგადად, ეს საკითხი არის პრობლემური, როცა მთელი ოჯახი პასუხისგებაშია მიცემული. ეს, რა თქმა უნდა, ნამდვილად არ არის სასიამოვნო. უნდა ვისაუბროთ იმაზე, დაზარალებულებს ამით რა კონკრეტული შეღავათი აქვთ – ფაქტობრივად არაფერი” – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.