შარლ მიშელი კიევში ჩავიდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კიევში ჩავიდა.

„დავბრუნდი უკან, კიევში, რათა თანამშრომლობის ყველა მიმართულება განვიხილო. დაე, 2023 გამარჯვებისა და მშვიდობის მომტანი წელი ყოფილიყოს” – წერს მიშელი Twitter-ზე.

შარლ მიშელის ვიზიტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ვოლოდიმირ ზელენსკიც:

„მივესალმები ევროპის საბჭოს პრეზიდენტს ჩარლზ მიშელს უკრაინაში. გმადლობთ მუდმივი და ძლიერი მხარდაჭერისთვის! ჩვენ ვიწყებთ მნიშვნელოვან შეხვედრას” – წერს ზელენსკი და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.