დნიპროში დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა, დაკარგულია 11

დნიპროში, ოკუპანტების მიერ მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა, მათ შორის 6 ბავშვია. ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.

ბოლო ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავდა 80 ადამიანი, დაკარგულად ითვლება 11.

სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

შეგახსენებთ, ოკუპანტებმა დნიპროში საცხოვრებელი კორპუსი 14 იანვარს დაბომბეს. დნიპროში ხელისუფლებამ სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთათვის სამდღიანი გლოვა გამოაცხადა