„საგარეჯოს საავადმყოფოსთან გამაგრებულია ტერორისტი. მოკლულია ერთი პოლიციელი, ეზოში სამი გვამი გდია” – ნახეთ რას წერს მოქალაქე

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსის ზედა სართულზე გამაგრებულია ტერორისტი, რომელიც მიზანმიმართულად ისვრის.

გავრცელებული ინფორმაციით, არის მსხვერპლიც.

„წარმოუდგენელი ტერორისტული აქტი ხდება საგარეჯოს საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე.ერთ-ერთ კორპუსის ზედა სართულზე გამაგრებულია ტერორისტი,რომელიც რამოდენიმე საათია ავტომატური იარაღიდან ისვრის მიზანმიმართულად.მოკლულია 1 პოლიციელი.2 უმძიმეს მდგომარეობაშია.კორპუსის ეზოში 3 გვამი გდია,რომელიც ვერ გამოაქვთ,ადგილზე მისული სასწრაფოს მედპერსონალი ძლივს გადაურჩა სასიკვდილო სროლას.პოლიცია მობილიზირებულია ,მაგრამ ტერორისტის ლიკვიდაცია ამ წუთამდე ვერ მოხერხდა.მოჰყავთ ბევრი დაჭრილი.სამედიცინო პერსონალი შოკში ვართ, სროლის ხმა ყველა მხრიდან ისმის.პროგნოზის გაკეთება ძნელია.” – წერს ლეილა ოთიაშვილი.