რუსთავში ცოლმა ქმარი დაჭრა

რუსთავში ცოლმა ქმარი დაჭრა –  ამის შესახებ ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 40 წლამდე ქალმა კაცი დანით, გულმკერდის არეში დაჭრა.

მამაკაცი “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია.

სამართალდამცავებმა ქალი ადგილზე დააკავეს.