ახალქალაქში ქორწილის კორტეჟის მანქანა ავარიაში მოყვა | არიან დაშავებულები

ახალქალაქი-არაგვას გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ქორწილის კორტეჟის მანქანა საპირისპიროდ მიმავალ ავტომობილს შეეჯახა.

დაშავებულია 6 ადამიანი.

დაშავებულები ახალქალაქის კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ მდგომარეობის სიმძიმის გამო, ოთხი მათგანის თბილისში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.