უკრაინამ ოკუპანტების მიერ გატაცებული 16 ბავშვი სამშობლოში დააბრუნა

ოკუპანტების მიერ უკანონოდ გატაცებული 16 ბავშვი, უკრაინამ სამშობლოში დააბრუნა. მათგან ყველაზე უმცროსი 8 წლისაა, ხოლო უფროსი 17 წლის.

Save Ukraine -ს ცნობით, ბავშვები ოკუპირებული ყირიმისა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და რამდენიმე თვე მშობლები არ ჰყავდათ ნანახი.

Save Ukraine-ის ეს უკვე მესამე წარმატებული ოპერაციაა, რომელიც ოკუპანტების მიერ გატაცებული ბავშვების გადასარჩენად ჩატარდა.