საფრანგეთი უკრაინას 12 Caesar-ს გადასცემს და 2 000 უკრაინელ ჯარისკაცს გადაამზადებს

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, სებასტიან ლეკორნის ინფორმაციით, საფრანგეთი უკრაინას დამატებით 12 Caesar-ს გადასცემს და ზაფხულისთვის 2 000 უკრაინელ ჯარისკაცს გადაამზადებს.

სებასტიან ლეკორნის განცხადებით, პარიზი ასევე გაგზავნის თავის 150 ჯარისკაცს პოლონეთში, რომ ყოველთვიურად უკრაინის შეიარაღებული ძალების 600 ჯარისკაცი გადაამზადოს.