ქაბულის აეროპორტთან აფეთქება მოხდა, დაიღუპა მინიმუმ 11 ადამიანი

ქაბულის აეროპორტთან აფეთქება მოხდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ორმხრივი სროლის შესახებ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აფეთქება აეროპორტის იმ შესასვლელთან მოხდა, რომელსაც ბრიტანელი სამხედროები აკონტროლებენ.

ქაბულის აეროპორტზე ტერორისტული შეტევის შესახებ ინფორმაცია თეთრმა სახლმა და პენტაგონმა დაადასტურა.

BBC-ის  ცნობით, დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები და დაშავდნენ „თალიბანის“ დაცვის წარმომადგენლები.

მედიის ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ხალხში აიფეთქა. პარალელურად კი მეორე თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა.

რამდენიმე საათის წინ აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა გაფრთხილება, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ქაბულის აეროპორტზე შეტევას გეგმავს.