მივესალმებით გერმანიის გადაწყვეტილებას ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის შეჩერებასთან დაკავშირებით – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით აშშ მიესალმება გერმანიის გადაწყვეტილებას, ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის შეჩერებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, აშშ უკრაინის გვერდით დგას.

,,ჩვენ მრავალჯერ განვაცხადეთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში დამატებით შეჭრა სერიოზულ დარტყმას მიაყენებდა მათ ეკონომიკასა და პუტინთან დაახლოებული პირებს. მივესალმებით გერმანიის გადაწყვეტილებას ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის შეჩერებასთან დაკავშირებით. აშშ უკრაინის გვერდით დგას.” – აღნიშნავს ნედ პრაისი