სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს – კალაძე რაგბის მატჩისას, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე

სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ რაგბის მატჩისას, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ კანონის ფარგლებში

„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სპორტი პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არ არის და ყოველთვის უნდა იყოს გამიჯნული. არაერთი შეხვედრა გამართულა რაგბში რუსეთის ნაკრებთან, სხვათა შორის, ყოველთვის წარმატებით გამოდიოდა საქართველოს ეროვნული ნაკრები და დარწმუნებული ვარ, ახლაც წარმატებას მიაღწევენ. წარმატება მინდა ვუსურვო და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ კანონის ფარგლებში.  სპორტი და პოლიტიკა გაიმიჯნოს. ეს რა ფორმით იქნება, მათი გადასაწყვეტია. მთავარია, ეს ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში” – აღნიშნავს კალაძე.