უკრაინა საგანგებო მდგომარეობას აცხადებს

უკრაინაში ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მხარი დაუჭირა საგანგებო სიტუაციების შემოღებას მთელს უკრაინაში, გარდა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისა.

გადაწყვეტილება უკრაინის რადამ 48 საათში უნდა დაამტკიცოს. თანხმობის შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობა მთელს უკრაინაში 30 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

რაც შეება დონცეკსა და ლუგანსკს, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის თქმით, აღნიშნულ რეგიონებში საგანგებო რეჟიმის დაწესება შეუძლებელია, თუმცა იქ საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე, სპეციალური რეჟიმის ისედაც მოქმედებს.