650 განადგურებული ოკუპანტი ერთ დღეში | რუსეთის საბრძოლო დანაკარგები უკრაინაში

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 149 890 (+650) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 01.03.2023-მდე ასეთია:

ტანკები – 3 395 (+7), ჯავშანტექნიკა – 6 638 (+8), საარტილერიო სისტემები – 2393 (+10), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 479 (+1), საჰაერო თავდაცვის სისტემები – 247 (+0), თვითმფრინავი – 300 (+0), ვერტმფრენები – 288 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2055 (+4), ფრთოსანი რაკეტები – 873 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 5 257 (+5), სპეციალური ტექნიკა – 230 (+0).