1 000-ზე მეტი განადგურებული ოკუპანტი ერთ დღეში | რუსეთის საბრძოლო დანაკარგები უკრაინაში

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 169 170 (+1020) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 24.03.2023-მდე ასეთია:

ტანკები – 3 574 (+4), ჯავშანტექნიკა – 6 921 (+23), საარტილერიო სისტემები – 2 616 (+8), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 511 (+0). საჰაერო თავდაცვის სისტემები – 276 (+3), თვითმფრინავი – 305 (+0), ვერტმფრენები – 290 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2 208 (5), ფრთოსანი რაკეტები – 911 (+2). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).                       საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  5 464 (+12), სპეციალური ტექნიკა – 277 (+4).

გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ რუსი ოკუპანტების განადგურებას. ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დიდი დანაკარგის მიუხედავად, მტერი არ წყვეტს შეტევით ოპერაციებს.