5 ივლისის საქმეზე არც ერთი ჯგუფის ლიდერი, ორგანიზატორი არ მიეცა პასუხისმგებლობაში – სახ.დეპი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წლის ტერორიზმის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საქართველოზე არის საუბარი.

ანგარიშში წერია, რომ 5 ივლისის ძალადობის გამო, არც ერთი ჯგუფის ლიდერი ან ძალადობის ორგანიზატორი არ მიეცა პასუხისმგებლობაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, ასევე, აღნიშნულია, რომ 5 ივლისის მოვლენები პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ განვითარდა, როდესაც ღარიბაშვილმა “დაგეგმილ ღონისძიებას “მიუღებელი” უწოდა.”

“ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა 5 ივლისს Tbilisi Pride-ის ღონისძიების დროს ჟურნალისტებზე და აქტივისტებზე ძალადობა განახორციელეს. ჯგუფებმა ასევე დაარბიეს ოპოზიციის საპროტესტო ადგილი პარლამენტთან, სცადეს პარლამენტის შტურმი და თავს დაესხნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებს.”- წერია ანგარიშში.

“ეს მოვლენები პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ განვითარდა, როდესაც მან დაგეგმილ Tbilisi Pride-ის ღონისძიებას “მიუღებელი” უწოდა. მთელი დღის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ვერ შეძლო საჭირო ზომების მიღება. 28 მოძალადის დაკავებისა და შემდგომში გასამართლების მიუხედავად, არც ერთი ჯგუფის ლიდერი ან ძალადობის ორგანიზატორი არ იქნა მიცემული პასუხისმგებლობაში მიცემული.”- წერია ანგარიშში.