საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა | სად იყო ეპიცენტრი

საქართველოში 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

“თბილისიდან – 62კმ. ქალაქი დმანისი – დასავლეთი – 16კმ. სოფელი მამიშლარი – 5კმ” – ნათქვამია განცხადებაში.

ცენტრის ცნობით, მიწისძვრა 10:52:36 საათზე დაფიქსირდა.