ირაკლი ღარიბაშვილი – დღეს არ არის 2007 წელი, როდესაც „იმედი“ დაარბიეს, ეს ყველაფერი დავასრულეთ 2012 წელს

დღეს არ არის 2007 წელი, როდესაც „იმედი“ დაარბიეს, ეს ყველაფერი დავასრულეთ 2012 წელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კომენტარი გააკეთა „ტვ პირველთან“ დაკავშორებით დასმულ კითხვაზე.

„რაც შეეხება „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მთავრობა აპირებს რომელიმე ტელევიზიაში ან მათ ტელევიზიაში შეჭრას, ეს არის აბსოლუტურად ყოველგვარ საფუძველს მოკლებული და ეს არის აბსურდი. არავითარი შეჭრა არ იგეგმება მთვარობის მხრიდან.

მინდა, შევახსენო ჩვენს ოპონენტებს, რომ ჩვენ დღეს ვართ 2021 წელს, ეს არის არის 2007 წელი, როდესაც მოხდა „იმედის“ დარბევა და შეჭრა „იმედში“. ჩვენ ეს ყველაფერი ჩავტოვეთ და დავასრულეთ 2012 წელს. აქედან გამომდინარე, არავითარი საფუძველი პანიკის და განგაშის არ არსებობს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.