ზუგდიდს ახალი ვიცე-მერი ჰყავს

„თიბისი ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის ხელმძღვანელი, გეგა შენგელია ზუგდიდის ვიცემერად დაინიშნა. ბრძანებას ხელი დღეს მოეწერა და შენგელია უფლება-მოვალეობის შესრულებას ხვალიდან შეუდგება.

„კონკრეტულ გეგმებზე მოგვიანებით ვისაუბრებ, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ სასიკეთო ძვრები იგეგმება და მოხარული ვარ, რომ ამაში მივიღებ მონაწილეობას”, – განაცხადა შენგელიამ.