ინაშვილი აქციებს აანონსებს

23 ნოემბერს ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მორიგ აქციას აანონსებს „პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი.

-“ვიკრიბებით 23 ნოემბერს, დღის 3 საათზე, ბათუმში, ერას მოედანზე, მედეას ძეგლთან!

ვიკრიბებით 25 ნოემბერს, დღის 3 საათზე, თბილისში, თავისუფლების მოედანზე!

არა-კოჰაბიტაციას! არა – წარსულში დაბრუნებას! არა- მკვლელებს! არა- მოძალადეებს! არა-ნაცმოძრაობას და ნაცმოძრაობის ნამსხვრევებს!

ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ძალიან, ძალიან ბევრნი ვართ!” – წერს ინაშვილი სოციალურ ქსელში.