საქართველო, გევალება სოხუმი! – თამაზ ხუბუა თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს

მიმდინარე წლის 8 აპრილს გაიმართა დევნილობაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მორიგი შიდა არჩევნები, სადაც, საბჭოს დეპუტატების უმრავლესობის გადაწყეტილებით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ თამაზ ხუბუა აირჩიეს.

არჩევის შემდეგ თამაზ ხუბიამ პირველი საჯარო ნაბცხადება გააკეთა:

– გათავისებული მაქვს რა უდიდესი პასუხისმგებლობა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული თანამემამულეებისა და, ზოგადად, ქართული სამოქალაქო საზოგადოების წინაშე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სხვა წევრებთან ერთად, პირადად ჩემი, უზენაესი მოვალეობაა დევნილი მოქალაქეების პოლიტიკური და სოციალური დაცვისათვის მიმდინარე პროცესებში აქტიური და სისტემატიური მონაწილეობა.
გამომდინარე პოლიტიკური და პიროვნული ვალდებულებებიდან, დაკავებულ პოსტზე ჩემი საქმიანობა დაექვემდებარება საჯაროობას, გამჭვირვალობას, თვითანგარიშიანობას. ვაცხადებ მზადყოფნას გამოვეხმაურო და კომპეტენციის ფარგლებში რეგულარულად ჩავერთო დევნილთა ნებისმიერი განცხადების, საჩივრის, წინადადება-რეკომენდაციის გათვალისწინებასა და რეალიზაციაში. ამ მხრივ ჩემი და ჩემი თანაშემწის, საზოგადოებრივ მეცნიერებათა დოქტორის, ქალბატონ მაია ჯახაიას სამუშაო რეჟიმი 24-საათიანი იქნება.

დღეიდან სისტემატიურ ანალიზი გაუკეთდება ჩემ ფეისბუქ-გვერდზე შემოსულ ყველა შეტყობინებას დევნილთა პრობლემებთან დაკავშირებით. მოქალაქეთა მიღებას უმაღლეს საბჭოში(ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 16, მე-6 სართული, ოთახი N 3) ვაწარმოებ ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 9 საათიდან 18 საათამდე.

საკონტაქტო ტელეფონები:
თამაზ ხუბუა -599 550685.
თანაშემწე, მაია ჯახაია -577 100734.
ელ. ფოსტა: Khubua1952@mail.ru
Maiajaxaia1992@gmail.com

საქართველო, გევალება სოხუმი!