ნაცვლიშვილის ინიციატივას დღეს სამ კომიტეტში განიხილავენ

საპენსიო რეფორმის ბექა ნაცვლიშვილის ალტერნატიულ ვერსიას დღეს სამ კომიტეტში განიხილავენ.

ნაცვლიშვილის თქმით, „მთავრობამ აირჩია ის მარტივი გზა, რომელმაც არსად არ გაამართლა!..“

ვრცლად იხ.

https://www.gmtv.ge/54708-2/

11 თებერვალს ნაცვლიშვილის კანონპროექტს  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა  მხარი არ დაუჭირა.

ვრცლად

https://www.gmtv.ge/54726-2/

როგორც ცნობილია, ინიციატივას, რომელიც ამოქმედებული სისტემის ალტერნატიული ვარიანტია, მხარს არც მმართველი გუნდის ნაწილი და არც ოპოზიცია დაუჭერს.

ოპონენტები ამბობენ, რომ ნაცვლიშვილს უკვე მოქმედი კანონისგან განსხვავებული არაფერი მოუმზადებია, რადგან მთავარი პრინციპი, რომ რეფორმა სავალდებულოა, ისევ უცვლელი რჩება.

რა მოხდება დღეს, ამას უკვე კომიტეტების სხდომის შემდეგ გავიგებთ, ამ ეტაპზე დანამდვილებით არც ის არის ცნობილი დატოვებს თუ არა ნაცვლიშვილი უმრავლესობას. როგორც გახსოვთ, მან განაცხადა, რომ შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს. მიზეზი კი საპენსიო რეფორმა და ინიციატივაა, რომ თუ ეს წინადადება მხარდაჭერას ვერ მიიღებს, მაშინ ის საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებს.