ჩხრეკას ოთარ წოწორია მისი დის საქმიანობას უკავშირებს

შსს-ს განცხადებით, 18 მაისს ევროსასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის, ოთარ წოწორიას სახლში ჩხრეკა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა, რა დროსაც პისტოლეტი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნები ამოიღეს.

თავად ოთარ წოწორია კი აღნიშნულს მისი დის საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ ჩხრეკისას ამოღებულია ორი სანადირო თოფი, რომელიც მას ეკუთვნის და რეგისტრირებულია, ასევე ერთი კისტის თოფი, რევოლვერი და 100-მდე ვაზნა, რომელიც არასდროს უნახავს.

წოწორიას ადვოკატი, დავით ჩავლეიშვილი კი აცხადებს, რომ როცა ის ადგილზე მივიდა, ჩხრეკა უკვე დაწყებული იყო, თუმცა აღნიშნავს, რომ საგამოძიებო მოქმედების იმ მონაკვეთისას, რა დროსაც ის მას ესწრებოდა, დარღვევები არ ყოფილა.

ჩავლეიშვილის თქმით, ექსპერტებმა იარაღის კუთვნილება და ვარგისიანობა უნდა დაადგინონ. ადვოკატიც ვარაუდობს, რომ  ჩხრეკას ნონა წოწორიას საქმიანობას უკავშირებს.

გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი და სბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.