“მოვწიე მარიხუანა და გავიგონე ხმები”-მარიხუანას პროპაგანდისტ-თაყვანისმცემლებისთვის

ბლოგი

ამირან სალუქვაძე

ნიუორკში მარიხუანას ზემოქმედების შედეგად ხალხში ავტომობილით შევარდნილმა მძღოლმა განაცხადა, რომ მარიხუანა მოსწია, გაიგონა ხმები და ეგონა, რომ მოკვდებოდა.

მარიხუანას პროპაგანდისტ-თაყვანისმცემლებისთვის: გუშინ ნიუორკში მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლი, დაჯდა საჭესთან და ცოტა ხანში ტაი-სკვერში ხალხში შევარდა.
შედეგი: ერთი ქალი დაიღუპა, 22 დაშავებულია.
მძღოლმა განაცხადა: “მოვწიე მარიხუანა და გავიგონე ხმები”.
შემდეგ მან პოლიციელებს სთხოვა დაეხვრიტათ ის.
ეტყობა, ისევ ვერ იყო გამოსული.
ცნობისათვის: მარიხუანას მოწევიდან მინიმუმ 3 საათი საჭესთან დაჯდომა არ შეიძლება.