შპს “სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები” დავას იწყებენ (ვიდეო)

შპს სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ უკვე 8 თვეა ხელფასი არ მიუღიათ, მათივე თქმით, კომპანია ხელისუფლების ბრძანებით იხურება და უამრავი ადამიანი ისე რომ გათავისუფლების ბრძანება არც დაწერილა ქუჩაში კომპენსაციის გარეშე რჩება.

კომპანიის წარმომადგენლები თავს დაზარალებულად მიიჩნევენ და დახმარებითვის საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირების პრეზიდენტს ლავრენტი ალანიას მიმართეს, რომელიც ამბობს, რომ თუ მოლაპარაკებით ეს ადამიანები ვერ მიიღებენ კუთვნილ კომპენსაციას, ბოლო ინსტანცია სასამართლოა.

შპს  სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი გიორგი აბულია ამბობს, რომ ხელისუფლებამ იცის, თუ რამდენი საქმე აქვს გაკეთებული კომპანიას და როგორ მძიმე ვითარებაში უხდებოდათ მათ მუშაობა, ამიტომ მოითხოვენ რომ არ მოხდეს ამ კომპანიის გაუქმება.

უფრო ვრცლად კი ჩვენი სიუჟეტიდან გაიგებთ.