ხაზარაძე ივანიშვილს სასაუბროდ პირდაპირ ეთერში იწვევს

მამუკა ხაზარაძე პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ანაკლიის პორტზე სასაუბროდ პირდაპირ ეთერში იწვევს. ის ამბობს, რომ უნდა დასრულდეს ერთპიროვნული მმართველობა და ყველა საკითხზე გაიგოს საზოგადოებამ ყველა დეტალი.

აქვე მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ განაცხადეს, რომ მათ გეგმებს ვერც ყადაღა შეაჩერებს და ვერ ვერანაირი დაბრკოლება.

-ბევრი მეგობარი გვყავს როგორც საქართველოში, ისე საზღვრებს გარეთ და ისინი მზად არიან დახმარებისთვის – განაცხადა ხაზარაძემ.