თუშეთის მიმართულებით სატრანსპორტო მოძრაობა მეწყერის გამო შეუძლებელია

 

თუშეთის მიმართულებით სატრანსპორტო მოძრაობა მეწყერის ჩამოწოლის გამო შეუძლებელია. ომალო  და მისი მიმდებარე სოფლები გარესამყაროს ისევ მოწყვეტილია.  ფშავი-თუშეთის 56-ე კილომეტრზე გზის ჩაკეტვა გადაუღებელი წვიმების შედეგად მთიდან მოწყვეტილი ქანების მდინარე ალაზანზე ჩამოწოლამ  გამოიწვია. თუშეთის მიმართულებით გეოლოგები გამგზავრებას გამოდარებისთანავე ვეტრმფრენით გეგმავენ. სპეციალისტები გრუნტის სეისმურ მდგომარეობას შეისწავლიან.